This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის N46 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტი, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც ,,პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაოს მაძიებლები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ დაამტკიცა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, რეგიონულ ჭრილში, რომლის შესაბამისად უნდა მოხდეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა იურიდიულმა პირმა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, შევსებული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა უნდა გააგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

მიმწოდებლად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, იმავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news