This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამჟამად განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები, რომლის მიზანია მოამზადოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრები. კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლების ყველა საფეხურზე დაფინანსების მოდელის დახვეწაზე, მათ შორის პრიორიტეტული პროგრამების გადახედვასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააუმჯობესებს განათლების მთლიან ეკოსისტემას საქართველოში.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ხაზი ასევე გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ განათლების სექტორმა კარი მაქსიმალურად უნდა გაუხსნას ბიზნეს სექტორს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news