This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნოდარ პაპუკაშვილმა პროექტის„აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“   მონაწილეებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ვახტანგ ბააკაშვილთან ერთად, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც პროექტის „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“  მონაწილეებთან შეხვედრა გამართა.

ნოდარ პაპუკაშვილი დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდობის მხარდამჭერ ინიციატივებსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროექტის მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

პროექტი „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება. 

პროგრამა ოთხდღიანია და პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. პროექტი ხუთ ნაკადად 200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news