This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბათუმში ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა

ბათუმში 2000 მოსწავლეზე გათვლილი ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა.

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით აშენდა 3 სართულიანი შენობა. საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნები. შენობა ადაპტირდა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სრულად კეთილმოეწყო ტერიტორია.

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ჯამში 100-მდე საჯარო სკოლა გაიხსნება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news