This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ურუშაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გახსნა.

მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ახალ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

800 მოსწავლეზე გათვლილი ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news