This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე მუშაობა გრძელდება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

სქემის რევიზიის პროცესში „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის N199 დადგენილებით 2025 წლის 1 იანვრამდე დროებით, ახალი სქემის შემუშავებამდე, შეჩერდა სქემის ზოგიერთი იმ მუხლის მოქმედება, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სტატუსების ცვლილების გზებს ეხებოდა.

სამუშაო ჯგუფის მიზანი და სქემაზე მუშაობის პროცესის მიმდინარეობა ასეთია – ახალი სქემა უნდა შემუშავდეს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე დაფუძნებით, როგორიცაა საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებული გაუმჯობესებული მოდელები. შესაბამისად, აღნიშნული პროცესის ფარგლებში:

• განხილულ იქნა სქემის ეფექტურობასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარებული კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით;

• ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, სადაც ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები/რეკომენდაციები.

• ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავებულ იქნა სქემის განახლებული კონცეფციის რამდენიმე ვერსია, რომლებიც სკოლების ავტონომიურობის ხარისხის ზრდისა და ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში მორგებულია სკოლის საჭიროებებს, ითვალისწინებს წლების განმავლობაში სასკოლო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს და ამავდროულად, ეფუძნება არსებული სქემის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და მოცემულობებს. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კონცეფციები განხილულ იქნეს დაინტერესებული მხარეების - მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პროფესიული კავშირის წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს ექსპერტების მიერ, რაც საშუალებას მოგვცემს, განხილვის ეტაპზე დამუშავდეს და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს სქემის კონცეფციის პროექტი.

შეთანხმებული კონცეფციის პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალი მოდელის საფუძველი გახდება.

აღნიშნული სამუშაოების კომპლექსურობის, სხვადასხვა მხარის ჩართულობით განხილვისა და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით, საჭიროა 2025 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდეს სქემის ზემოთ აღნიშნული მუხლების მოქმედების შეჩერების ვადა.

სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ფარგლებში ყოველი დასრულებული ეტაპისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვების საფუძველზე მიღწეული შედეგების თაობაზე.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news