This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.

კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, აკადემიური პერსონალის, მკვლევართა მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას,  ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა.

მემორანდუმის თანახმად, ორივე ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების  ჩარჩო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ  სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში.

დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების დოკუმენტების აღიარების კუთხით, თანამშრომლობის გაფართოებას.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news