This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციანს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციანს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სექტორში პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელეს, შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი გააცნო. საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაფორმებულ არაერთ მემორანდუმს, მათ შორის, საქართველოს სკოლებში უცხოური ენების სწავლების გაძლიერებასა და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოური ენების არჩევის კუთხით მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობის შეთავაზება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, სხვა ენებთან ერთად, ქართველი მოსწავლეები წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების ჩართულობით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ“ შეთანხმების პროექტზე.

ჩინეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news