This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ა.თ.ე.ა.-ს რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაში თამარ ღვამიჩავამ მიიღო მონაწილეობაა.თ.ე.ა.-ს რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაში თამარ ღვამიჩავამ მიიღო მონაწილეობა

 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა.) რიგით მეშვიდე კონფერენცია და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ მიიღო.

თამარ ღვამიჩავამ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მონაწილეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ნომინაციაში – ,,სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები“ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს სპეციალური ჯილდო პირადად გადასცა.

ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცა 11 ნომინაციაში გამარჯვებულ 13 მუნიციპალიტეტს – დუშეთის, ქუთაისის, ფოთის, თეთრიწყაროს, სენაკის, დმანისის, ხარაგაულის, რუსთავის, ონის, ბათუმის, ბაღდათის, ხაშურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.

ა.თ.ე.ა.-ს რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news