This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის ყოველწლიური პლენარული სესია გაიმართა

სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიური პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მიიღო.

პლენარული სესიის ფარგლებში, ბაია კვიციანმა საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ევროსაბჭოს ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტის (EQPR) დანერგვის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სესიაზე მონაწილეებმა ევროსაბჭოს ,,განათლების სტრატეგიის 2030“ ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს, მათ შორის, განათლების დემოკრატიული და სამოქალაქო მისია, განათლების სოციალური პასუხისმგებლობა და ციფრული ტრანსფორმაცია.

ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტმა შეხვედრისას ასევე კვალიფიკაციების აღიარების პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლის სიღრმისეულად შესწავლის საკითხზე იმსჯელა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეგულირების მიზნით, ექსპერტთა კომიტეტის ჩამოყალიბების საკითხი და მხარდაჭერა გამოუცხადა „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების შესახებ“  და „ციფრულ ეპოქაში ისტორიის სწავლების შესახებ“ რეკომენდაციების შინაარსის ზოგად მონახაზს. მონაწილეები შეთანხმდნენ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (EdTechs) ევროპული  შეფასების ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობაზე.

კომიტეტის დელეგატებმა პლენარულ სესიაზე ასევე იმსჯელეს, ევროსაბჭოს ახალგაზრდობის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში მშვიდობის განათლების სწავლების დანერგვაზე.

ბაია კვიციანმა პლენარული დისკუსიების დროს ხაზი გაუსვა  მშვიდობის განათლების სწავლების მნიშვნელობას და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად სწავლების ფორმატების განსაზღვრის მიმართულებით ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას.

საორგანიზაციო კომიტეტის მომდევნო პლენარულ სესიამდე, კომიტეტის დელეგატები, ევროსაბჭოს განათლების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას მოსამზადებელი დოკუმენტების  შემუშავების პროცესის მონიტორინგის მიმართულებით.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news