This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.

იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს სამინისტრომ მოსწავლეებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყო ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი.

სურამის N4 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს არ დაუზიანებია სკოლის შენობის ძირითადი ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის მიუხედავად, სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული და ამ მხრივ სკოლას ზიანი არ მიუღია.

ხანძრის ფაქტზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news