This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ჯინჭარაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა.

სკოლებში სტუმრობისას გიორგი ჯინჭარაძე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ გარემოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ქალაქ ახალციხის N5, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 და სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.

სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

• ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი და სამშენებლო პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარამდეა;

• ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი და სამშენებლო პროექტის ჯამური ღირებულება 6 900 000 ლარზე მეტია;

• ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და სამშენებლო პროექტის ჯამური ღირებულება 2 300 00 ლარზე მეტია.

საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news