This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

კერძოდ, მინისტრმა პეკინის ენისა და კულტურის და უცხო ენათა უნივერსიტეტებთან, ასევე, ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრისა და ორგანიზაცია Huawei-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. 

ალექსანდრე წულაძემ უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტთა მობილობის განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელა. საუბარი შეეხო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთაღიარების მიმართულებით პარტნიორობასაც.

ალექსანდრე წულაძემ Huawei-ს კვლევებისა და განვითარების კამპუსი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით იყენებენ. 

აღსანიშნავია, რომ მინისტრი პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში ვიზიტისას ქართული ენის სტუდენტების ჯგუფსაც შეხვდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის აზიის სკოლის, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის ოფისის დირექტორი, ქართული ენის პედაგოგი, პო იუენი.

ალექსანდრე წულაძესთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news