This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით STEAM Challenge Georgia ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯინჭარაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, მონაწილეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ინოვაციური საგანმანათლებლო ოლიმპიადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

STEAM Challenge Georgia ოლიმპიადაში გაიმარჯვა სამმა გუნდმა. აქედან პირველ ადგილზე გავიდა - კომაროვის N 199 თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა; მეორე ადგილზე- თანამედროვე განათლების აკადემია; მესამე ადგილზე - პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა. 

STEAM Challenge Georgia სკოლის მოსწავლეებზე გათვლილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ინტელექტუალური უნარების გამოვლენას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის VII-XI კლასის მოსწავლეს აერთიანებს.

ეროვნული ოლიმპიადა ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით მოქმედი ორი ინსტიტუციის Skillwill-ისა და STEAM მიდგომაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსების მწარმოებელი კომპანია STEAMit-ის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა რეალურ STEAM გამოწვევებზე მუშაობის გზით გამოევლინათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკულად გამოეცადათ თავიანთი შესაძლებლობები.

STEAM Challenge Georgia ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს წარმოაჩინონ შემოქმედებითი ხედვა, გუნდური მუშაობის უნარი და ინოვაციური აზროვნება - თვისებები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიული განვითარებისთვის.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news