This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ალექსანდრე წულაძემ ქვემო ქართლის რეგიონში 2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.

ქალაქ გარდაბნის პირველ და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლებში დასრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე გაეცნო.

მინისტრმა განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.

სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სააგენტომ განახორციელა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 8,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის #1 საჯარო სკოლა 665 მოსწავლეზე, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news