This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანმა და თამარ ღვამიჩავამ Erasmus+-ის პროექტის ევროპელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ბაია კვიციანმა და თამარ ღვამიჩავამ Erasmus+-ის პროექტის ევროპელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ CBHE-ის საგრანტო პროექტის – „მიკროკრედიტები საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებისთვის: სამხრეთ კავკასიის შუქურა‘‘ (Micro-GEAR) ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილეებმა საუბრისას მსგავსი პროექტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ Micro-GEAR სამხრეთ კავკასიის რეგიონში, უმაღლესი განათლების სფეროს სტრუქტურული რეფორმების მხარდამჭერია და უმაღლესი განათლების სისტემების ხარისხის გაუმჯობესების მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოების განახლებასა და მიკროკრედიტების პრინციპებთან დაკავშირებით, ეროვნულ დონეზე კონსენსუსის მიღწევას. ამასთან, Erasmus+ CBHE-ის საგრანტო პროექტი საგანმანათლებლო საქმიანობას აძლიერებს, რომელიც მიკროკრედიტების მინიჭებით სრულდება და ხელს უწყობს მათ აღიარებას.

Erasmus+-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პარტნიორები საქართველოსა და სომხეთის სამინისტროები, აკრედიტაციის ეროვნული სააგენტოები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან პროექტის კონსორციუმი მოიცავს იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იტალიის ENIC-NARIC-ის ცენტრსა და ხარისხის უზრუნველყოფის საექსპერტო კომპანიას.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news