This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ამჯერად, შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო და მათთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა. ამასთან, სკოლებში არსებულ საჭიროებებზე მოსაზრებები, თავად შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინა.

ალექსანდრე წულაძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა კარიერული განვითარების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე. მინისტრის თქმით, თითოეული პედაგოგი ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. შესაბამისად, მათთვის უკეთესი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მთელი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მინისტრს კამპუსი დაათვალიერებინა.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა.

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news