This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი – საზაფხულო სკოლა იწყება

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს – საზაფხულო სკოლას იწყებს.

საზაფხულო სკოლა, არსებული რესურსსკოლების ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით, მოსწავლეებსა და მომავალ პირველკლასელებს მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს, რაც მათ სოციალურ-ემოციურ, ფუნქციურ და პიროვნულ უნარებს გააძლიერებს.

საქართველოში 7 რესურსსკოლა ფუნქციონირებს, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სთავაზობს დამატებით მხარდაჭერას როგორც აკადემიური ასევე ყოველდღიური, ყოფითი უნარების განვითარების მიმართულებით.

სწორედ აღნიშნული რესურსსკოლები, საზაფხულო არდადეგების პერიოდში განვლილი სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნება-გაუმჯობესებისა და სსსმ მოსწავლეთა ოჯახების მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს შესთავაზებენ დამატებით მომსახურებას 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

აღნიშნულ პერიოდში მომავალ პირველკლასელებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაუახლოვდნენ სასკოლო გარემოს, არაფორმალურ გარემოში გაიცნონ მომავალი აღმზრდელები და თანასკოლელები, რაც ბევრად გაუადვილებთ სკოლაში ტრანზიციას.

მშობლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ რესურსსკოლების ადმინისტრაციას მოსწავლის რეგისტრაციის თაობაზე.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news