This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ანა მღებრიშვილი ჩინეთში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ მინისტერიალზე, სადაც სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის გაძლიერებაზე, სკოლებში STEM მიმართულებების გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებაზე.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაცვლის რიგით მეორე ფართომასშტაბიანი მინისტერიალი - „ერთი სარტყელი ერთი გზა“ - სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგტუში ჩატარდა მას 41 ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ როლზე და საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც გამორჩეული მეცნიერების მხარდაჭერასა და ახალგაზრდა მკვლევართა წახალისებაზეა ორიენტირებული.

ანა მღებრიშვილმა მინისტერიალის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის საქმიანობის, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ევროპის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე. ასევე გამოხატა მზაობა, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და აკადემიურ გაცვლითი პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ანა მღებრიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე ლინ შინთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელით, მინისტერიალზე მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მან ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს კი, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა დაიწყონ კონსულტაციები შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და ჩინეთის შესაბამის უწყებას შორის თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის შემუშავებაზე, რაც ორივე ქვეყნის მეცნიერ-მკვლევრებს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილი იყო ინოვაციური კომპანიების მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტები და გამოგონებები. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასევე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების შესახებ გამართულ ფორუმში, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებს და ღიაა ახალი პარტნიორი ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობისთვის.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news