This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა.

ზვიად გაბისონია სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

მინისტრმა ახალ მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა.

ზვიად გაბისონიას საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ტექნოლოგიების ექსპერტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის თანამდებობებს და სხვა.

მინისტრის მოადგილე 7 წიგნისა და 50 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია – საერთაშორისო კერძო სამართლის, ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტ სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მმართველობის და სამართლის ტექნოლოგიების სფეროებში.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news