This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ და კახაბერ გულედანმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება. 

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროცედურებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის.

გივი მიქანაძე: „ჩვენი მიზანია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასთან და გადაუდებელი საჭიროებების აღმოფხვრასთან დაკავშირებული პროცესები იმავე გრაფიკით, რეჟიმითა და ხარისხით გაგრძელდეს, როგორც იყო დაგეგმილი და მიმდინარეობს.

გადაბარების პროცესში, ხარვეზები რომ არ იყოს, დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და სამომავლო გეგმები.  ეს გახლავთ დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას  ვუზრდით გარკვეულ უფლებამოსილებებს და მეტ პასუხისმგებლობას  ვაკისრებთ.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაში არის და იქნება  რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ისევე, როგორც ქალაქ თბილისის მერიასთან და რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან“.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news