This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით პირველად მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU)  ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.

STEAM ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილეებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა.

მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და STEAM ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

გივი მიქანაძე:  „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ფონდ „ქართუს“ იმისთვის, რომ პირველი  STEAM ბანაკი, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასწავლებლისთვის ახორციელებს, ამ მართლაც არაჩვეულებრივ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის გარემოში გაიხსნა. ასევე მსურს, პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ბანაკის იდეის ავტორი  და შემდგომში მისი განმახორციელებელია.

ჩვენი მიზანია, STEAM კლუბები მაქსიმალურად ბევრ სკოლაში გაიხსნას, რათა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ საინტერესო და მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობაში. ძალიან გვეიმედებით -  თითოეული თქვენგანის მიერ სკოლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები ხელს უწყობს ჩვენი მოსწავლეების STEAM მიმართულებით დაინტერესებას.

მჯერა, როდესაც დაუბრუნდებით სკოლის კედლებს და ე.წ  STEAM კლუბებს ჩამოაყალიბებთ, მაქსიმალურად იზრუნებთ, რომ ჩვენს ბავშვებს STEAM საგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეთ.

მასწავლებლები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებთ. თქვენი წარმატება, ამ ქვეყნის წარმატებაა. კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გიხდით ფასდაუდებელი საქმიანობისთვის და პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანისა და თქვენი მრავალათასიანი, დიდი ოჯახის მიმართ“.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

STEAM ბანაკი ორ ნაკადად ქალაქ ქუთაისში, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება – პირველ ნაკადს KIU-მ 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა, ხოლო მეორე ნაკადისთვის ბანაკი 14 ივლისიდან - 18 ივლისის ჩათვლით ტარდება.

თითოეულ ნაკადში მონაწილეობას 100 პედაგოგი იღებს. ბანაკში მონაწილე მასწავლებლებთან, მათი მხარდაჭერის მიზნით, სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება.

ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებზე, აქცენტი კეთდება STEAM მიმართულებით დავალებების შემუშავებასა და STEAM საგნების (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ვიზუალური ხელოვნება, მათემატიკა) ინტეგრირებულ სწავლებაზე.

პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, ჯამში 838 მასწავლებელი დარეგისტრირდა.

ტესტირების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 200 მასწავლებელი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კლუბის ლიდერებისთვის დაგეგმილ ერთკვირიან STEAM ბანაკში.

2025-2026 სასწავლო წლიდან, შერჩეული ლიდერები საკუთარ დამსაქმებელ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს. წლის განმავლობაში ჩატარდება რეგულარული სამუშაო შეხვედრები ლიდერებთან – როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ ფორმატში. ამასთან, ისინი შექმნიან საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს და მიღებულ პრაქტიკას  სასკოლო კლუბებში დანერგავენ.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news