This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონია ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტების სამუშაო ჯგუფის წევრად აირჩიეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გახდა. 

აღნიშნული ჯგუფი, რომელიც 10 მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტისგან შედგება, CDEDU-ს სამდივნოს მიერ  აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვანი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა. ზვიად გაბისონია, როგორც ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, საქართველოს, როგორც ქვეყანას წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების პროგრამა ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) მიერ, 2025 წლის მარტში პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.  მის განსახორციელებლად შეიქმნა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანება შესაძლებელი იყო CDEDU-ს წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატურების საფუძველზე. 

ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტი, ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანას აერთიანებს. ექსპერტების სამუშაო ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და რისკებს ევროპის საბჭოს ღირებულებების ჭრილში შეაფასებს. კვალიფიკაციების აღიარების პროცესში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, აღიარების პროცესებში AI-ის ეფექტიანად ინტეგრირებისთვის. ჯგუფი ჩაერთვება შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებისა და ჩარჩოების შემუშავებაში, გააძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას განათლების სფეროში, მონაცემებზე და AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news