This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მთავრობის წევრები შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობს.

ბანაკის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუასთან ერთად, შეხვდა. 

მთავრობის წევრებმა  ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ამჯერად შაორის ბანაკში გერმანიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, თურქეთსა და კანადაში - მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი ახალგაზრდები იმყოფებიან. 

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში ჩაერთონ. მათთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

შაორის ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან თანამშრომლობით ბანაკის მომდევნო ერთი ნაკადი  მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს დაეთმობა.

 2025 წელს, შაორის ბანაკი საერთო ჯამში 800-მდე ახალგაზრდას რვა ნაკადად მიიღებს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news