This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ – ხელმძღვანელსა და კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“ ხელმძღვანელ თამარ სანიკიძესთან და Huawei-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ ლუ თონგთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს. 

თამარ სანიკიძესთან შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარე ეტაპები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რომლებიც  მიზნად ისახავს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე  ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემის დანერგვის ხელშეწყობას, სკოლის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას, აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ ზრდას და ა.შ.

თავის მხრივ, გივი მიქანაძემ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და  აღნიშნა, რომ ის განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია. მინისტრმა თამარ  სანიკიძეს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის განხორციელების სრული მხარდაჭერა გამოხატა.

რაც შეეხება Huawei-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ციფრული  ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე. მათ შორის, საქართველოში Huawei-ს გლობალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე.

კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრს იმ მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც ისინი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში ახორციელებენ.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან  გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, KIU იქნება ქვეყანაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც Huawei-ს აკადემია გაიხსნება.  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს  კი წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიებზე, რესურსებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებზე.

მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების  მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ Huawei-ს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი ლუ პენგჰონგი, ბიზნესის განვითარების მენეჯერი ჟოუ ჯიუქიანგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ სუთიძე.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news