This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე ცნობილი ქართველი მეცნიერის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გივი მიქანაძე: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი მეცნიერის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო.

შეუფასებელია მისი წვლილი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სფეროების განვითარებაში. სწორედ ის გახლავთ ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სკოლის დამაარსებელი.

ბატონი რისმაგი, როგორც მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და არაერთი ახალგაზრდა მეცნიერის აღმზრდელი, მართლაც გამორჩეული იყო თავისი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობით. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისთვის.

ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news