This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს.

პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს.

გივი მიქანაძე:  ,,შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში და მოიპოვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

რეგიონში საგანმანათლებლო კერად ქცეული უნივერსიტეტი,  ამავდროულად, უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს ასრულებს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველი მესამე სტუდენტი აფხაზეთის მკვიდრია. შესაბამისად, უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთგვარ ხიდს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, რითაც უდიდესი წვლილი შეაქვს სამშვიდობო განათლებაში.

უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი წარმატებები დაკავშირებულია პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ, ძლიერ გუნდთან, რომელთა დაუღალავი შრომით, საქმისადმი ერთგულებითა და პატრიოტიზმით შესაძლებელი გახდა ხელშესახები შედეგების მიღწევა.

შეუძლებელია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე საუბრისას არ გამოვყო ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც  სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება.

განათლება დღეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამის ნათელი დასტურია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის განსაკუთრებული მხარდაჭერით 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი, პირველად ისტორიაში, მესამე ბიუჯეტი გახდა ქვეყანაში.

ამასთან, პრემიერის მეთაურობით, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის მიერ შემუშავებული ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება.”

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტში განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომელთა შედეგად ახალ კორპუსში ასევე მოეწყო უწყვეტი განათლების ცენტრი და ბიბლიოთეკა სტუდენტებისა და უწყვეტი განათლების პროგრამებში ჩართული პირებისთვის.

ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი  1 749 770 ლარს შეადგენს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news