This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განხორციელების მიზნით მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო

პროფესიული უნარების სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით მიზნით, მასწავლებლების გადამზადების პროცესი დაიწყო.  ტრენინგში მონაწილეობს 1300 პედაგოგი და ისინი მომზადებას  თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან.   

მისი მიზანია, ისეთი საგანმანათლებლო მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლების მიღებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად.  წელს მისი დანერგვა 64 საჯარო სკოლაში მოხდება. 

მასწავლებელთა გადამზადების პროცესს „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კახა ხანდოლიშვილთან ერთად დაესწრო. 

პროფესიული პროგრამები 7 დარგობრივ მიმართულებას მოიცავს, კერძოდ, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, გრაფიკული დიზაინი, Front-end დეველოპმენტი, ადმინისტრაციული სერვისები, ფოტოგრაფია, ბაღის დიზაინი და სასტუმრო მომსახურება.

ინტეგრირებულ პროგრამებზე მასწავლებელთა გადამზადების პროცესი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყება 15 სექტემბრიდან მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news