This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების  3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით. 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი განხორციელდება ორ ეტაპად – პირველი ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღება/გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

კანდიდატთა შერჩევისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია სტუდენტის აკადემიური მოსწრება - GPA 2.7-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. ამასთანავე, სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრულია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 200-მდე პოზიციაზე.

სტაჟიორთათვის დადგენილი  მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა განთავსდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე Hr.gov.ge

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news