This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სადურგლო მიმართულების პროფესიული პროგრამების განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და „დურგალთა სკოლას" შორის  სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და „დურგალთა სკოლის‘‘ დირექტორმა აკაკი გურგენიძემ.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სადურგლო მიმართულებით პროფესიული პროგრამების განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

დოკუმენტი ახალი სასწავლო  საწარმოს მოწყობასა და ერთობლივად პროფესიული სადურგლო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.  სწორედ ამ მიზნით  „სადურგლო სკოლას“ სახელმწიფოსგან 15 წლის სარგებლობის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა კოლეჯ „სპექტრის“ ბაზაზე არსებული შენობა, რომლის  სრულ რეაბილიტაციას, 1 350 00 ლარის ღირებულების პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს. სახელოსნოს აღჭურვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადურგლო დანადგარებით კი ავსტრიელი პარტნიორები უზრუნველყოფენ.

2026 წლის ზაფხულიდან  კოლეჯი სადურგლო საქმის შესწავლის მსურველთა პირველი ნაკადს მიიღებს.

კოლეჯ „სპექტრში“ სტუმრობისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიებიც დაათვალიერა.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news