This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე მსხვილი პროექტების - „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“  და  „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q”  მიმდინარეობა განიხილეს.  

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების მიმართულებით სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებულ უმაღლესი განათლების კონცეფციის მნიშვნელობას, რომლის მიზანია შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება.

შეხვედრის დასასრულს,   როლანდ პრაისმა  საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა  და თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news