This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე ზესტაფონში კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სასწავლებლის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა.

მინისტრი კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, „კონსტრუქტ 2“ მართლაც წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ახალგაზრდებს, კოლეჯში სწავლის დასრულებისთანავე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

„კონსტრუქტ 2“-ის სტუდენტებს რეალური შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დასრულებისთანავე თავისი პროფესიით დაიწყონ დამოუკიდებელი კარიერა – დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ეს მართლაც გახლავთ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. კოლეჯი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ამზადებს სამშენებლო სფეროში მოთხოვნად კადრებს, რომელთა დასაქმების მაჩვენებელი ფაქტობრივად 100%-ია.

უახლოეს მომავალში ახალციხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ვალეში ჩვენ გავხსნით „კონსტრუქტ2“-ის ახალ ფილიალს, სადაც ყოველწლიურად დამატებით კიდევ 300-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს პროფესიულ განათლებას სამშენებლო მიმართულებით,” – განაცხადა მინისტრმა.

კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შპს „ბქ ქონსთრაქშენის“ ერთობლივად დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებს სამშენებლო მიმართულებით. კოლეჯს შესაძლებლობა აქვს წლის განმავლობაში გადაამზადოს 800-მდე სერტიფიცირებული მსმენელი.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია კომფორტული საერთო საცხოვრებელი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, მოსასვენებელი სივრცე და უახლესი ლიტერატურითა და ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news