This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე: „გვსურს გამოვხატოთ სითბო, გამორჩეული დამოკიდებულება და პატივისცემა ჩვენი მასწავლებლების მიმართ – რეგიონებში პედაგოგთა დაჯილდოება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

„კიდევ ერთხელ გვსურს, გამოვხატოთ უდიდესი სითბო, გამორჩეული დამოკიდებულება და პატივისცემა ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების მიმართ. ეს ღონისძიებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

წელს გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ფორმით და კიდევ უფრო ფართო მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა, რაც 63 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქს მოიცავს. დასკვნითი დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ხოლო ეს ეტაპი – ადგილობრივ დონეზე ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გახლავთ მზადება ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის.

რეგიონებში გამართულ ღონისძიებებს უდიდესი ხალისი, დადებითი ემოციური ფონი და პოზიტიური დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმას, რომ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ძალიან ნიჭიერი და შესაძლებლობებით სავსე მოსწავლეები, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის მართავენ კონცერტებს და თავიანთი მასწავლებლების მიმართ მადლიერებას, სიყვარულსა და პატივისცემას ასე გამოხატავენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება  ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news