This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ქუთაისის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოს  პარლამენტის წევრ, ქუთაისის დელეგატ ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ პაატა ტურავასთან ერთად,  ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.

ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)  გაიმართა, სადაც თამარ მახარაშვილმა ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულება მიულოცა, სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

2023-2024 სასწავლო წელს ქუთაისის სკოლებს 479 მედალოსანი ჰყავდათ. მათ შორის, ოქროს მფლობელი 393, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი 86 მოსწავლე.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news