This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს იმერეთის რეგიონის ახლად რეაბილიტირებულ სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნას ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა და ქალაქ ხონის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა. 

მინისტრის მოადგილემ სოფელ გურნას და ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სოფელ გურნას საჯარო სკოლაში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შენობა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. ამასთან, სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.

სოფელ გურნას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 252 344 ლარს შეადგენს.

ბაია კვიციანი ასევე ეწვია ქალაქ ხონის მესამე საჯარო სკოლას, სადაც 2025-2026 სასწავლო წლიდან დაინერგა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „Front-end დეველოპმენტი“. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია Front-end დეველოპმენტის მიმართულებით უზრუნველყოს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან მომხმარებლის ინტერაქტიური და ვიზუალურად გამართული ვებგვერდის ინტერფეისი, განახორციელონ ვებგვერდის ოპტიმიზაცია და ვებპროექტის ვერსიების კონტროლი.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news