This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ სამი ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

2025-2026 სასწავლო წლისთვის სრულად რეაბილიტირებული სკოლების ჩამონათვალს კიდევ სამი საჯარო სკოლა დაემატა.

ვანის N1, ზუგდიდის N2 და N11 საჯარო სკოლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დაათვალიერა.

მინისტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო სივრცეებს გაეცნო და სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

სამივე საჯარო სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები, მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული ოთახი, ბიბლიოთეკა, სააქტო  და სპორტული დარბაზი. 

სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

ვანის N1, ზუგდიდის N2 და N11 საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება 18 730 000 ლარზე მეტია.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news