This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ

ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე 50 სასულიერო პირს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. 

მინისტრმა სასულიერო პირებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და სკოლებში ღირებულებითი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღირებულებითი განათლების პროგრამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით შემუშავდა და ის საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე,  ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში.

მსურველი მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც სპეციალურად გადამზადებული სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან. ისინი სხვადასხვა სკოლასთან დაარსებულ არაფორმალური განათლების კლუბებში მოზარდებს დამატებით, არაფორმალური სწავლების მეთოდით, ესაუბრებიან ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: რწმენა, ოჯახი, სამშობლო, ადამიანი და სხვა.

ღირებულებითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს, მოზარდებში საკუთარი თავის, სამყაროს, სხვა ადამიანებისა და მის ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, ასევე, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების მომზადებას.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news