This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ENQA და EQAR-ის პრეზიდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტ დუგლას ბლექსტოკთან და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტ სტეფან ლაოუვიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს განათლების სისტემის განვითარების პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტების დასახვას.

თავის მხრივ, ENQA და EQAR-ის პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და გივი მიქანაძეს სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაუდასტურეს.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news