This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი შეარჩია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, კომისიის სხდომა ჩატარდა.

კომისიის წევრებმა შეარჩიეს საუკეთესო ისტორიის მქონე 10 პედაგოგი, რომლებსაც 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, გადაეცემათ პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

„ვაგრძელებთ ტრადიციას – დღეს შეიკრიბა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებით, საზოგადო მოღვაწეებით. საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექით, რადგან ქვეყნის მასშტაბით შემოსული იყო 400-მდე განაცხადი არაჩვეულებრივი, ღვაწლმოსილი მასწავლებლების სხვადასხვა ისტორიით.

დაგვჭირდა საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ დეტალურად შეგვესწავლა თითოეული მათგანის ისტორია და გავცნობოდით მათ მართლაც გამორჩეულ მოღვაწეობას. ნამდვილად შთამბეჭდავია ის უდიდესი ამაგი, რასაც ჩვენი პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდაში დებენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება. მასწავლებლები, რომლებიც რეგიონების ღონისძიებებზე დაჯილდოვდებიან 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრებიან.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news