This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა რექტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს  განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების კუთხით, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სხდომაზე, რომელიც რექტორთა მუდმივმოქმედი  კომისიის  თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, მონაწილეებმა  კონფერენციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ  საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news