This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ ბაღდათში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მასწავლებლებს სერტიფიკატებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სწორედ მათ აღუზარდეს ქვეყანას მრავალი ღირსეული თაობა, რომლებმაც  საქართველო არაერთხელ ასახელეს.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვანისა და  ბაღდათის მთავარეპისკოპოსი მეუფე ანტონი   და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გრძელდება. ის მიზნად ისახავს პედაგოგთა წახალისებასა და მათი შრომის დაფასებას.

პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჯილდოვდებიან, 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news