This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების დამსახურებული მასწავლებლები და მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგები და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

მინისტრის მოადგილემ თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის და ყურადღება გაამახვილა მომავალი თაობების აღზრდასა და ქვეყნის განვითარებაში მათ როლზე.

ზვიად გაბისონიამ იმედი გამოთქვა, რომ მათი მიღწევები მომავალშიც არაერთხელ გახდება ქვეყნის სიამაყის მიზეზი.

დაჯილდოების ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

სამეგრელოს რეგიონში, ზვიად გაბისონიამ ასევე დაათვალიერა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, ხოლო რამინ დიხამიჯიას სახელობის ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის ბაზაზე, პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news