This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

თამარ მახარაშვილმა სამეგრელოს რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება გრძელდება.

ამჯერად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მასწავლებლები ქალაქ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკის მუნიციპალიტეტში დააჯილდოვა.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას პედაგოგებს მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიებებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამარ მახარაშვილი ასევე ეწვია ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლას, სადაც ჯემალ აჯიაშვილისა და ჟიული შარტავას სახელობის საკლასო ოთახებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news