This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრმა კონგრატბაი შარიპოვმა უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

 

გივი მიქანაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკასა და განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

 

მინისტრმა კონგრატბაი შარიპოვს საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული სიახლეები გააცნო. საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის განხორციელებაზეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისია მუშაობს.

 

აღინიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების, მათ შორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების, ქართულ-უზბეკური ახალგაზრდული ბანაკებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, საკითხებზე.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მზაობა გამოთქვეს. გივი მიქანაძემ კონგრატბაი შარიპოვი, დელეგაციასთან ერთად,  საქართველოში  მოიწვია.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო, სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი კვანჭახაძე, ტაშკენტის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტისა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორები.

 

გივი მიქანაძე უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news