This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრეზიდენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ა. ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვოლფგანგ ა. ჰერმანს KIU-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ამ მიმართულებით გერმანული მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივები და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, KIU-ს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი აკადემიური პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს ვოლფგანგ ა. ჰერმანმა გივი მიქანაძეს როგორც უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტურავა და ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news