This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განათლების რეფორმის კონცეფცია წარუდგინა.

რეფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მთავრობის მეთაურმა განათლების სისტემაში არსებულ 7 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს.

პრემიერმა განათლების სისტემის უმთავრეს გამოწვევებად დაასახელა - ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია; აკადემიური რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა; უსისტემო საკადრო პოლიტიკა; სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, ასევე თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დეფიციტი; სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის; გაუმართავი დაფინანსების სისტემა და სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თითოეულ მიმართულებას სახელმწიფოს რეაგირება სჭირდება და გამოწვევების საფუძველზე განსაზღვრულ ძირითად ამოცანებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია ორიენტირებული უნდა იყოს უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე; ასევე აუცილებელია რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება.

რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას, პრემიერის თქმით, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას. ამასთან, განათლების სამინისტრო მუშაობს რეფორმაზე, რომლის თანახმად სკოლები 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ.

მთავრობის მეთაურმა რეფორმის ძირითად ამოცანებად ასევე სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მომზადება და შრომის ბაზრის ანალიზი დაასახელა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით არსებულ ამბიციურ გეგმებზე და აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდი მობილიზებულია, რათა განათლების რეფორმის კონცეფციის თითოეული ამოცანა პირნათლად შესრულდეს.

პრემიერ-მინისტრმა კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news