This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა, მან პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ელექტრონულ პლატფორმაზე, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა.  ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი.  პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. პორტალი უზრუნველყოფს მსურველთა რეგისტრაციას პლატფორმაზე განთავსებული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის, მასწავლებელთა მეთოდური მხარდაჭერის და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით.

ქართული ენის შესწავლის მსურველი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები.

დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ზვიად გაბისონიამ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ,  მოადგილე  გურამ ჭარელიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრება.

პლატფორმის სანახავად გადადით ბმულზე: https://distancelearning.mes.gov.ge/v2/landing

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news