This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა, განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

„თქვენ ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეთ და დიდ სფეროში შეაბიჯეთ, სადაც ცოდნის რეალიზება და კარიერული წინსვლა გელოდებათ. თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც ლექტორი და თქვენი დიდი გულშემატკივარი. გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა და თქვენი ინიციატივების ხელშეწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გქონდეთ  საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის ფართო ასპარეზი.

მჯერა, როგორ ღირსეულადაც დაასრულეთ ცხოვრების ეს ეტაპი, ასევე, ღირსეულად გააგრძელებთ მუშაობას და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და პროფესიონალიზმს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოიყენებთ,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდის მნიშვნელობას და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერას. მისი თქმით, განათლება საუკეთესო ინვესტიციაა, სწორედ ამიტომ, განათლების სისტემის რეფორმა და მისი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით  კონკურენტუნარიანი კადრები ყალიბდებიან.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news