This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა.

გივი მიქანაძე: „კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას ახალი იდეების, ინოვაციური მიდგომების, გამოცდილების გაზიარებისთვისა და სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემის წინსვლისთვის.

სამედიცინო სასწავლო და კვლევით პროგრამებში ინოვაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაცია აუცილებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სამედიცინო განათლება გახდეს რეგიონში სამაგალითო და შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გაზრდის სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს უმაღლეს პროფესიულ კომპეტენციას.‘‘

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ; პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა; ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ; თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ; ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტმა ჰარმ პიტერსმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანმა გორდონ ჩერჩვარდმა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამედიცინო განათლების სფეროში, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ინოვაციური მიდგომებისა და გამოწვევების განხილვა და გაზიარება.

საერთაშორისო კონფერენციაში 10 ქვეყნის დელეგაცია, 300-მდე მონაწილე და 21 ინსტიტუციის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან სპიკერები დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news