This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლონდონში მიმდინარე კონფერენციაში – „Going Global London 2025“ მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო განათლების ლიდერთა კონფერენციაში – „Going Global London 2025“ მონაწილეობს.

ბაია კვიციანმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით: „უმაღლესი განათლება და გლობალური ჩართულობა: თანამშრომლობა, ზეგავლენა და სახელმწიფო მშენებლობის მომავალი“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

ბაია კვიციანმა საუბრისას სახელმწიფოს სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, უნივერსიტეტების აკადემიური საქმიანობისა და მაღალი ხარისხის თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების გზით კვალიფიცირებული კადრების უზრუნველყოფაზე, რაც თავის მხრივ ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.

საუბარი ასევე შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. აღინიშნა, რომ კვლევის შედეგები საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას იძლევა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„Going Global London 2025“ კონფერენციის ფარგლებში, ბაია კვიციანმა სამუშაო შეხვედრები გამართა - ასტონის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან, ბრიტანული საბჭოს რეგიონულ დირექტორთან და განათლების პროგრამების რეგიონულ ხელმძღვანელთან. ასევე, დიდი ბრიტანეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (QAA) აღმასრულებელ დირექტორ ვიკი სტოტთან და Times Higher Education-ის წარმომადგენლებთან.

ბრიტანეთის საბჭოს „Going Global“ კონფერენცია 2004 წლიდან ორ წერილწადში ერთხელ იმართება და მის მიზანს ძირითად წარმოადგენს საერთაშორისო განათლების სფეროს ხელმძღვანელებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა და ცოდნის გაზიარება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news